top of page
nika-tchokhonelidze-Pgryd6d6-V8-unsplash.jpg

შედეგებზე დაფუძნებული ნდობა

აპირებთ თქვენი ბიზნესის გაფართოებას? იკვლევთ ეფექტურ საგადასახადო სტრატეგიებს? გჭირდებათ სანდო პარტნიორი აქტივების სამართავად? თქვენ საჭირო ადგილას მოხვდით!  დაგვიკავშირდით ახლავე, ან გაიგეთ ქვემოთ მეტი ჩვენი გამოცდილებისა და სერვისების შესახებ

სერვისები

იურიდიული მომსახურება

ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ნებისმიერი ბიუროკრატიული, იურიდიული, ფინანსური ან ბიზნეს გამოწვევების დაძლევაში. ჩვენი შეგვიძლია თქვენს მაგივრად ვაწარმოოთ მოიცავს ოფიციალურ კომუნიკაციები მხარეებთან სხვადასხვა ენაზე, დაგეხმაროთ იმპორტის/ექსპორტის საკითხების მოწესრიგებაში, ოფიციალური დოკუმენტების მოძიებაში, დამუშავებაში და თარგმანში. ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ კონსულტაცია თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი საკითხზე.

კომპანიის დაფუძნება

ჩვენ გთავაზობთ სრულ კორპორატიულ მომსახურებას კომპანიის დაარსების ან შემდგომი გამართული ფუნქციონირებისათვის. ჩვენი ვმუშაობთ როგორც ქართულად ისე თქვენთვის სასრუველ ენაზე. მოგვმართეთ ონლაინ და მიიღეთ მზა დოკუმენტები ონლაინ უმოკლეს დროში

საბანკო მომსახურება

ჩვენ გთავაზობთ დისტანციურად საბანკო ანგარიშების გახსნის მომსახურებას, რაც საშუალებას მოგცემთ მარტივად მართოთ პირადი ან კორპორატიული ანგარიშები, მაშინაც როცა იმყოფებით საზღვარგარეთ. საბანკო მომსახურება მოიცავს მულტისავალუტო ანგარიშებს, სხვადასხვა სახის ბარათებს და საინვესტიციო ანგარიშებს და მრავალი სხვა. ჩვენი გამოცდილი იურიდიული გუნდი ასევე დაგეხმარებათ საბანკო პროცესებში გარკვევაში და საბანკო სირთულეების დაძლევაში

საქართველოს ვიზა

საქართველოში ხანგძლივი ვიზიტებისათვის არსებობს მრავალი სხვადასხვა სახის საიმიგრაციო ვიზა და ბინადრობის ნებართვა, მათ შორის შრომითი ბინადრობის ნებართვა, სასაწავლო ბინადრობის ნებართავა, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა და ა.შ.  ზოგიერთი მათგანი იძლევა საშუალებას, რომ იმავე სახის ნებართვა მიიღოს აპლიკანტის ოჯახის წევრებმაც. ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ ზეპირი კონსულტაცია ან უშუალოდ ჩაერთოს ბინადრობის განაცხადის წარდგენის პროცესში

უძრავი ქონება

ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ნებისმიერ ეტაპზე, დაწყებული ქონების მოძიებიდან და მისი იურიდიული მდგომარეობის შემოწმებიდან - დასრულებული ქონების გაფორმებით და მისი შემდგომი ეფექტური მართვით. ჩვენი დახმრებით ერთად თქვენი არჩევანი გარანტირებულად მომგებიანი იქნება!

ბუღალტრული მომსახურება

ევსათანადო ფინანსური აღრიცხვა და გადასახადების სწორად გადახდა მნიშნელოვან როლს თამაშობს დამწყები ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც უკვე მრავალი წელია დანერგილია ესტონური საგადასახადო მოდელი. ჩვენი დახმარებით თქვენ შეამცირებთ თქვენს მიმდინარე ხარჯებს და გაზრდით სამომავლო შემოსავლებს. ჩვენ დაგეხმარებით მართოთ თქვენი გადასახადები სწორად და ეფექტურად

მარკეტინგული მომსახურება

პროდუქტის რეკლამირებას, ციფრული კონტენტის შექმნასა და ციფრული მარკეტინგს გადამწყვეტი როლი უჭირავს თანამედროვე ბიზნესის წარმატებაში. ჩვენი კონტენტ სტუდია და გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს, რომ თქვენი პროდუქტი საუკეთესოდ იყოს წარმოჩენილი და თქვენმა რეკლამამ მიაღწიოს სწორ მომხმარებელამდე

ჩვენს შესახებ

მოგესალმებათ კომპანია "იუ თრასთი"! ჩვენ ვართ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი, რომელიც აერთიანებს - იურისტებს, ფინანსისტებს, მარკეტოლოგებს და ა.შ.; ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს რომ დღევანდელ სწრაფად ცვალებად, ტექნოლოგიურ სამყაროში, საკითხების მხოლოდ ერთი კუთხით განხილვა არ არის საკმარისი - ჩვენი მუშაობის სტილი დაფუძნებულია გუნდურ მუშაობასა და მიღებული გამოცდილებების გაზიარებაზე, რაც გვეხმარება ნებისმიერი გამოწვევის წარმატებით დაძლევაში. 

ჩვენი გუნდი მზად არის შემოგთავაზოთ უფრო მეტი ვიდრე მხოლოდ კონსულტაცია და ინფორმირებული რჩევა. კომპანია "იუ თრასთთან" ერთად თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ თქვენთვის საინტერესო საკითხის მრავალმხრივი შეფასება და გაიზიაროთ სხვადასხვა სფეროს ადამიანის გამოცდილება.

გჭირდებათ იურიდიული კონსულტაცია? ფინანსური მოქმედებების სწორად ორგანიზებაში დახმარება? მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება? ან იქნებ სხვა საერთაშორისო შესყიდვის სფეროსთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი? მაშინ თქვენ სწორად ადგილას მოხვედით! იმსჯელეთ და გაუზიარეთ იდეები ჩვენს სპეციალისტებს! ჩვენ დაგეხმარებით პრობლემების გადაწყვეტასა და თქვენს სფეროში წარმატების მიღწევაში!

აირჩიეთ საკონსულტაციო კომპანია "იუ თრასთ". დააფუძნეთ თქვენი გამოცდილება ნდობას და ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ თქვენს მოლოდინებს, მოგაწვდით ყველა იმ საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას და თქვენთან ერთად ვიზეიმებთ წარმატებას!

გამორჩეული პროექტები

ახალი კლიენტების დასაინტერესებლად, გააზიარეთ ინფორმაცია ჩვენთან ერთად განხორციელებული პროექტის შესახებ. დაწერეთ მოკლე აღწერა იმისათვის რომ საიტის ვიზიტორებმა შეძლონ აღიქვან გაწეული სამუშაოს კონტექსტი და მიზეზი - რატომ შეიქმნა კონკრეტული პროექტი და რა ხდის მას განსაკუთრებულს. 

ხიზილალა

Gudauri Ski Resort წარმოადგენს 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიციას გუდაურში, საქართველოს ყველაზე პოპულარულ სათხილამურო კურორტზე. პროექტი მოიცავს 40-ნომრიან აპარტ-ჰოტელს, რომელიც მდებარეობს ახლად აშენებულ RedCo ახალ გუდაურის ტერიტორიაზე. ახალი გუდაურის ტერიტორია წარმოადგენს დღევანდელი გუდაურის ტურისტული ზონის ცენტრს სადაც განთავსებულია უამრავი ახალი სასტუმრო, რესტორანი, კაფე და სხვა ტურისტული ობიექტი. ასევე ახალი გუდაურის ტერიტორიას გააჩნია საკუთარი ორი დამოუკიდებელი საბაგირო.

აღნიშნულ პროექტში "იუ თრასთის" გუნდი ჩართულია საწყისი ეტაპებიდან. ჩვენ წარმოვადგენთ პროექტის ინვესტორებს სამშენებლო კომპანიასთან მოლაპარაკებებში და ვზედამხედველობთ უძრავი ქონების საკუთრების სარეგისტრაციო პროცესსა და სხვა იურიდიულ ნიუანსებს. საკუთრების რეგისტრაციის შემდგომ ჩვენი გუნდი ჩადებულ ინვესტიციას გარდაქმნის ფუნქციონირებად ბიზნესად - მართავს უძრავ ქონებებს ერთიანად, ერთი სასტუმროს ბრენდის ქვეშ და დაქირავებული გუნდის მეშვეობით ახორციელებს სტუმარ-მასპინძლობის სრულ მომსახურებას. აღნიშნული პროექტი სრულად ჩვენი გუნდის მიერ არის შექმნილი, რაც გულისხმობს ბრენდინგის, მარკეტინგის, ბიზნეს პროცესების მართვას, ჯავშნების მართვას, უძრავი ქონების მართვის და ყველა სხვა მიმართულებას. 

2023-2024 სეზონის პირველი წარმატებული საოპერაციო წლის შემდეგ, პროექტი აგრძელებს განვითარებას და ჩვენი გუნდი კვლავ ბიზნეს ოპერაციების სათავეშია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს : www.gudauriski.ge 

Gudauri Ski Resort

სიახლეები და პუბლიკაციები

No posts published in this language yet
Once posts are published, you’ll see them here.

ჩვენ გვენდობიან 

მოგვწერეთ

256

bottom of page